ბიზნესი – ბიზნესისათვის

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ბიზნესი – ბიზნესისათვის – (ინტ.) business – to – business, B2B – ბაზრის სექტორი, რომელიც ორიენტირებულია კონტრაჰენტებთან და პარტნიორებთან მუშაობაზე, მომსახურების გაწევის, ან პრო დუქციის წარმოებისა და გაყიდვის პროცესებში. ამ სექტორს მიეკუთვნება: სავაჭრო კავშირები ფირმებს შორის, მიწოდებებისა და გაყიდვების ორგანიზაცია, გეგმებისა და კონტრაქტების შეთანხმება. В2В – სისტემებში გულისხმობენ: 1) Procurement Systems – კავშირის სისტემებს მომხმარებელთა და მწარმოებელთა, მყიდველთა და გამყიდველთა შორის. აქ, მყიდველებსა და გამყიდველებს ჩვეულებრივ, კომერციული სტრუქტურები წარმოადგენენ და როგორც წესი, არსებობენ ამა თუ იმ ზომით განვითარებული ბეკ – ოფისური სისტემები; 2) Supply Chain Management – მომარაგების სისტემებს, რომლებიც უზრუნველყოფენ საწარმოს უწყვეტი ინფორმაცით მოწოდებების შესახებ და ახდენენ ძირითადი წარმოების თითოეული კონტრაჰენტის ლოგისტიკას. ჩვეულებრივ, საწარმოები საქმინობას В2В – სექტორში საკუთარი ვერტიკალური პორტალის შექმნით იწყებენ.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა