ბილირუბინი

ბილირუბინი – (ლათ. bilis – ნაღველი და ruber – წითელი), C33H36O6N4, ნაღვლის პიგმენტი. ყავისფერი კრისტალებია. ბილირუბინი ხერხემლიან ცხოველთა ჰემოგლბინის დაშლის შუალედი პროდუქტია. წარმოიქმნება ბილივერდინის აღდგენით. მცირე რაოდენობით მოიპოვება ხერხემლიანი ცხოველებისა და ადამიანის სისხლის პლაზმაში. [“1”]

ბილირუბინი – (ბილი – + გერ. Rubin ლალი, ლათ. – დან. ruber წითელი) ნაღვლის მოყვითალო – წითელი ფერის პიგმენტი, რომელიც წარმოადგენს ბილივერდინის აღდგენის პროდუქტს ღვიძლში და სხვა ორგანოებში. ბილირუბინი – ნაღვლის პიგმენტი, რომელიც გახსნილი ფორმითაა ნაღველში (ნორმაში) ან უხსნადი ფორმით ნაღვლის კენჭებში – (ნაღვლკენჭოვანი დაავადებისას). ბილირუბინი წარმოიქმნება ნორმალური ან პათოლოგიური ერითროციტების დაშლის დროს. ბილირუბინის დონე იზრდება სიყვითლეების დროს (ჰეპატიტები, ჰემოლიზური ანემია, ქოლედიქოლითიაზი).

ბილირუბინი (bilirubin) – ტეტრაპიროლური ნარინჯისფერ-ყავისფერი ნაღვლის პიგმენტი. წარმოიქმნება ჰემოგლობინიდან. ბილირუბინის პროდუცენტი ორგანო არის ღვიძლი. ორგანიზმში ბილირუბინის სიჭარბე ვლინდება სიყვითლეში. ბილირუბინის ცვლის მოშლა იწვევს კრიგლერ-ნაიარის სინდრომს.


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.