ბინგ – ტოსიგის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ბინგ – ტოსიგის სინდრომი – გულ – სისხლძარღვთა თანდაყოლილი ანომალიების ფორმა. აორტის ტრანსპოზიცია, ფილტვის არტერიის მარცხენა პოზიცია, პარკუჭთაშუა ძგიდის მაღალი დეფექტი, მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია. ნიშნები: ციანოზი – დაბადებიდან, პოლიციტემია, მიოკარდოზი, დოლის ჯოხისებრი ფორმის თითები, ძლიერი სისტოლური შუილი მკერდის მარცხნივ, მარჯვენა გულის გადაძაბვის ნიშნები. ანგიოკარდიოგრაფიით – აორტისა და ფილტვის არტერიის ერთდროული ავსება საკონტრასტო ნივთიერებით, აორტა უკეთესად კონტრასტირებს, ფილტვის არტერიის რკალი გაფართოებულია. სინონიმი: ტოსიგის სინდრომი II. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა