ბიოლოგიური სიკვდილი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ბიოლოგიური სიკვდილი – ორგანოებსა და ქსოვილებში ფიზიოლოგიური პროცესების შეუქცევადი შეწყვეტა, რომლის დროსაც რეანიმაცია შეუძლებელია. დგინდება ექიმის მიერ შემდეგი ნიშნების ერთობლიობის საფუძველზე: სპონტანური მოძრაობების, გულის შეკუმშვის, მსხვილ არტერიებზე პულსის, სუნთქვის, მტკივნეულ გამღიზიანებლებზე რეაქციების არარსებობა, გუგების მაქსიმალური გაფართოება და სინათლეზე მათი რეაქციების არარსებობა. სიკვდილის სარწმუნო ნიშანია სხეულის ტემპერატურის დაცემა 200 C – ზე ქვევით, მსხვილი ლაქების გაჩენა და კუნთების გაშეშება.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა