ბირთვაკი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ბირთვაკი – (nucleolus – ბირთვაკი) მკვრივი, ხშირად მომრგვალო სხეულაკი უჯრედის ბირთვის შიგნით. იგი შედგება ბოჭკოვანი ფუძისა (ნუკლეოლონემისა) და ამორფული ნივთიერებისაგან. ელექტრონული მიკროსკოპიის მონაცემების თანახმად, ნუკლეოლონემა წარმოდგე­ნილია ანასტომოზებადი ზონრების ან 500 – დან 2000 Ao – მდე სისქის ბირთვის რიბოსომებისაგან შედგენილი ძაფების ბადის სახით. ბირთვაკი გამოირჩევა Hნმ – ის დიდი შემცველობით და იძლევა დადებით რეაქციას პირონინზე, რომლითაც წითლად იღებება. არსებობს მოსაზ­რება ე.წ.ბირთვაკის ქრომოსომებთან, ანუ ბირთვაკების ორგანიზა­ტო­რებთან ბირთვაკების გენეტიკური კავშირის შესახებ. ზოგიერთი ავტორი ბირთვაკებს განიხილავს როგორც ქრომოსომების თავისებურ სპეციალიზებულ პუფებს, სადაც წარმოიქმნება ინფორმაციული Hნმ. სხვა მონაცემებით, ბირთვაკებში რნმ მხოლოდ გროვდება, მისი სინთეზი კი მიმდინარეობს ქრომოსომების შემადგენლობაში დნმ – ის მატრიცულ მოლეკულებზე. ვარაუდობენ, რომ ბირთვაკების რიცხვი პოლიპ­ლოიდურ უჯრედულ ბირთვებში შეესაბამება ქრომოსომული ნაკრე­ბების რაოდენობას. ბირთვაკებისა და ბირთვების მოცულობებს შორის გარკვეული კორელაციაა. ბირთვაკულ – ბირთვული ფარდობა კავშირ­შია უჯრედების დიფერენცირების დონესთან. ბირთვაკის რნმ მონაწი­ლეობს ციტოპლაზმაში სინთეზური პროცესების რეგულაციაში. ის შეიძლება გამოდიოდეს ბირთვიდან მისი მემბრანის ფორებით და რიბოსომებში გადასვლისას წარმართოს ცილების სინთეზი სპეციფი­კური სტრუქტურების წარმოქმნისაკენ. მიტოზის დროს ბირთვაკი ქრება და არცთუ იშვიათად ხელახლა წარმოიქმნება უჯრედის გაყოფის შემდეგ ტელოფაზაში. ავტორადიოგრაფიული გამოკვლევების უკანასკნელი მონაცემები ცხადყოფს ბირთვაკის, როგორც უჯრედში რნმ – ის სინთე­ზის ერთ – ერთი ძირითადი ცენტრის, მნიშვნელოვან ადგილს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა