ბირთვაკული ქრომოსომები

ბირთვაკული ქრომოსომები – (chromosomata nucleolaria) ქრომოსომები, რომელთა გარკვეულ უბნებში წარმოიქმნება ბირთვაკები. როგორც წესი, ისინი თანამგზავრი ქრომოსომებია . მათში ბირთვაკები ჩამოყალიბდება მეორადი გადაზონრვის ადგილას, რომელიც ქრომოსომების სხეულს თანამგზავრთან აერთებს. ტერმინი „ბირთვული ქრომოსომები“ და სინ. „ბირთვაკების ორგანიზატორები“ შემოიღო (1934) მაკ კლინტოკმა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.