ბირთვულ – ციტოპლაზმური ფარდობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ბირთვულ – ციტოპლაზმური ფარდობა – ბირთვის მოცუ­ლო­ბის ფარდობა ციტოპლაზმის მოცულობასთან. ამ მაჩვენებლის გა­მოკვლევის დროს ბირთვის ზომას ჩვეულებრივ ერთეულად მიიჩნევენ. ბირთვულ – ციტოპლაზმური ფარდობა გარკვეულ კავშირშია უჯრედების დიფერენცირების დონესთან. იგი მცირდება უჯრედების დი­ფერენცირებასთან დაკავშირებით (ს.ი.შჩელკუნოვი, 1962; ა.ა.კლიშოვი, 1962, 1965). ტერმინი „ბირთვულ – ციტოპლაზმური ფარდობა“ შემოიღო ჰერტვიგმა – (1903). არცთუ იშვიათად, ამავე მნიშვნელობით ხმარობენ ტერმინებს: „ბირთვულ – პლაზმური“ ან „პლაზმურ – ბირთვული ფარდობა“. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა