ბირმერის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ბირმერის სინდრომი – ბირმერის ანემია. ვიტამინ ”B12” დეფიციტური ანემია, ჰიპერქრომული მეგალობლასტური ანემია, მეგალო – ანიზო – პოიკილოციტოზით, რეტიკულოციტოთრომბოციტო და ლეიკოპენიით. სისხლში შესაძლოა ჰიპერბილირუბინემია. კლინიკურად გარდა აღნიშნულისა, ვლინდება ანემიებისათვის ზოგადად დამახასიათებელი სურათით, ჰიპოაციდური გასტრიტით, ფუნიკულური მიელოზით. მიზეზია ორგანიზმში ვიტამინ”ბე” – 12 (ციანკობალამინის) ეგზო ან ენდოგენური დეფიციტი.სინონიმები: ადისონ – ბირმერის სინდრომი, ჰუნტერ – ადისონის ანემია, ბირმერ – ერლიჰის ანემია, ლებერტის ანემია, პერნიციოზული ანემია. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა