ბიფურკაციული დივერტიკული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ბიფურკაციული დივერტიკული – წარმოადგენს ტრაქციულ დივერტიკულს; წარმოიქმნება უპირატესად მეზობელი ორგანოების ანთებითი პროცესების შედეგად, მაგალითად, ლიმფური კვანძებისა და გრანულომების დანაწიბურებით. კლინიკური სურათი ანალოგიურია კისრის ნაწილის დივერტიკულისა და პროვოცირდება ვალსაპიევის სიმპტომით (მუცლის პრესის დაჭიმულობა მაქსიმალური ჩასუნთქვის შემდეგ). საკვების შეჩერება დივერტიკულში იწვევს დივერტიკულიტისა და პერიდივერტიკულიტის განვითარებას, ეს უკანასკნელი შესაძლებელია გართულდეს დივერტიკულის პერფორაციით ტრაქეაში, რის გამოც ვითარდება ასპირაციული პნევმონია და ფილტვის აბსცესი. ამიტომ, დივერტიკულის ყოველი სახის დროს, რომელიც აწუხებს ავადმყოფს, ან მატულობს ზომებში, ნაჩვენებია ოპერაციული მკურნალობა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა