ბიცეფსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ბიცეფსი – (ლათ. biceps – ორთავა) ორთავა კუნთი. მხარის ბიცეფსი იწყება ბეჭის ძვლიდან და დამაგრებულია სხივის ძვლის ბორცვზე; ხრის ხელს იდაყვის სახსარში და წინამხარს აბრუნებს გარეთ (სუპინაცია). ბარძაყის ბიცეფსი იწყება კუკუხოდან და ბარძაყის ძვლიდან და დამაგრებულია მცირე წვივის ძვლის თავზე; შლის ბარძაყს და ხრის წვივს. [“1”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა