ბლასტოცისტა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ბლასტოცისტა – (blastocystis ბერძნ.blastos – ნერგი, ჩანასახი, cystis – (kystis) – ბუშტი) ზოგიერთი პლაცენტიანისა და ადამიანისათვის დამახასიათებელი ჩანასახის განვითარების ადრეული სტადია, როდესაც ჩანასახს აქვს ბუშტუკის ფორმა. იგი წარმოიქმნება სრული არათანაბარი დაყოფის შედეგად და შედგება სფეროსებრი ღრუიანი წარმონაქმნი­საგან, ზედაპირულად განლაგებული წვრილი და მსხვილი – (მუქი) ბლასტომერებისაგან, რომლებიც შიგნითა ზედაპირიდან ბლასტოცი­ტების ღრუში არიან შეღწეული და გარეთ მდებარე ნათელ ბლასტომე­რებთან არიან დაკავშირებული. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა