ბოიდ – სტერნსის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ბოიდ – სტერნსის სინდრომი – თირკმლის მემკვიდრეობითი მილაკოვანი უკმარისობა ჰიპოქლორემიული რენული აციდოზით და მოგვიანებით რაქიტით, დაავადება ვლინდება ადრეულ ასაკში ზრდაში ჩამორჩენით, მოგვიანებითი რაქიტით. პოლიურიით, ალბუმინურიით, არამუდმივი გლუკოზურიით. სისხლში აღინიშნება ტუტოვანი რეზერვის შემცირება, ჰიპოქლორემია, ჰიპერფოსფატემია. არც თუ იშვიათია პაროქსიზმული დამბლები. გადაცემა ავტოსომურ – რეცესიული ან ავტოსომურ – დომინანტურია. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა