ბოიხისის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ბოიხისის სინდრომი – თირკმლების, ღვიძლის და თვალების მემკვიდრეობით ანომალიათა კომპლექსი – ადგილი აქვს თირკმლის ტვინოვანი შრის პოლიკისტოზს, ინტერსტიციულ ნეფრიტს, გლომერულოსკლეროზს, პერიგლომერალურ ფიბროზს, ბაზალური მემბრანის კეროვან შესქელებას, ნეფრონოფტიზს, ღვიძლში – პერილობულარული ფიბროზი, თვალის ფსკერზე – ბადურაზე სისხლძარღვთა შევიწროება, მხედველობის ნერვის დვრილის მუქი ლაქოვანი პიგმენტაცია, მრავლობითი თეთრი წერტილები. დამახასიათებელია საერთო სისუსტე, ზომიერი პროტეინურია, პოლიურია, ჰეპატო – სპლენომეგალია, თირკმლების ქრონიკული უკმარისობის თანდათანობითი ნელი განვითარება. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა