ბორნჰოლმის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ბორნჰოლმის დაავადება – ”ბ” ჯგუფის კოკსაკის ვირუსით გამოწვეული ეპიდემიური ხასიათის დაავადება. პირველად დადგენილ იქნა კუნძულ ბორნჰოლმზე. კლინიკური სურათი ხასიათდება მუცლის და გულ – მკერდის კუნთების ძლიერი ტკივილით, სიცხიანობით, ზემო სასუნთქი გზების გაღიზიანებით. პროგნოზი დადებითია. სინონიმებია: დაეს დაავადება, ფინზენ – დაეს დაავადება, სილვესტრის დაავადება, ეპიდემიური მიალგია, მწვავე ეპიდემიური მიოზიტი. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა