ბრადიკინეზია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ბრადიკინეზია – (ბერძნ. bradis – ნელი, kinesis – მოძრაობა), ნებელობითი მოძრაობის საერთო შენელება. თავის ტვინის ქერქქვეშა ბირთვების დაზიანების ერთ – ერთი მნიშვნელოვანი სიმპტომი. განარჩევენ ბრადიკინეზიის შემდეგ სახეებს: შენელეა სიარულისა – ბრადიბაზია, მოქმედებისა – ბრადიპრაქსია, კითხვისა – ბრადილექსია, მეტყველებისა – ბრადიფაზია. შენელებულ, მაგრამ სწორად კოორდინირებულ მეტყველებას ბრადილალია ეწოდება. [“1”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა