ბრაშეს მეთოდი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ბრაშეს მეთოდი – (J. Brachet, ბელგიელი ბიოქიმიკოსი და ემბრიოლოგი) ცხოველურ ქსოვილებში რიბონუკლეონის მჟავის გამოვლენის ჰისტოქიმიური მეთოდი.ბრაშეს მეთოდი – ციტოქიმიაში ფართოდ გამოყენებული ხერხი უჯრედის რნმ – ის გამოსავლენად. დამყარებულია პირონინის ანილინის საღებარის უნარზე – წითლად შეღებოს უჯრედის სტრუქტურული კომპონენტები, რომლებიც შეიცავენ რნმ – ს (ბირთვაკი ბირთვში). რნმ – ზე ეს რეაქცია იმ შემთხვევაში მიაჩნიათ დადებითად, როდესაც რიბო­ნუკ­ლეაზით საკონტროლო ანათლების ერთდროული დამუშავების დროს მათში წითელი შეფერვა ქრება. მეთოდი შეიმუშავა დანიელმა ციტოქიმიკოსმა ჰ.ბრაშემ. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა