ბრაშფილდ – უაეტის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ბრაშფილდ – უაეტის სინდრომი – ენცეფალოტრიგემინული ანგიომატოზი, ნევოიდური ამენცია, თანდაყოლილი ნეიროექტოდერმული დისპლაზია, ნეიროკუტანული სინდრომი, ნერვული სისტემის თანდაყოლილი ანგიომატოზი, გამოვლინდება ეპილეპტიფორმული გულყრებით და ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა დარღვევებით, გლაუკომით, სისხლძარღვოვანი ნევუსებით სამწვერა ნერვის ტოტების გასწვრივ. სინონიმები: შტურგე – ვებერის დაავადება, სტერჟ – ვებერ – კრაბეს სინდრომი, სტერჟ – ვებერის დაავადება, კრაბეს სინდრომი. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა