ბროლის ამოვარდნილობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ბროლის ამოვარდნილობა – თვალის ბროლის მთლიანი (ამოვარდილობა) და ნაწილობრივი (ქვეამოვარდნილობა) გადანაცვლება. ეტიოლოგია, პათოგენეზი: ცინის ბოჭკოების თანდაყოლილი განუვითარებლობა, სისუსტე ან ნაწილობრივი არარსებობა; მათი გაგლეჯა ტრავმის ან დეგენერაციის შედეგად. სიმპტომები, მიმდინარეობა. ბროლის ქვეამოვარდნილობის დროს აღინიშნება არათანაბარი წინა კამერა, ფერადი გარსის კანკალი, რეფრაქციის გადახრა მიოპიის მხარეზე, მხედველობის დაქვეითება. ოფთალმოკოპიით ჩანს ბროლის ნაპირები და თვალის ფსკერის გაორმაგებული გამოსახულება. ბროლის ამოვარდნილობა მინისებრ სხეულში მიმდინარეობს აფაკიის ნიშნებითა და შესაძლებელია მიზეზი იყოს ირიდოციკლიტის ან მეორადი გლაუკომის. ტრავმის შემდეგ ბროლის ამოვადნილობის დროს იგი ჩანს ძალიან ღრმად წინა კამერაში ოქროსფერი – ზეთოვანი წვეთის სახით. როგორც წესი, ვითარდება მეორადი გლაუკომა. მკურნალობა. ქვეამოვადნილობის და გაურთულებელი ამოვადნილობის დროს – მაკორეგირებელი ლინზები, თუკი ისინი აუმჯობესებენ მხედველობას. გართულებული ამოვარდნილობის დროს ნაჩვენებია ბროლის ამოკვეთა. პროგნოზი. ბროლის გადანაცვლებისას გართულების გარეშე კორექცია მნიშვნელოვანია და დგება მხედველობის მყარი გაუმჯობესება. გართულებული ამოვარდნილობის დროს პროგნოზი განისაზღვრება მკურნალობის ეფექტურობითა და თვალში ცვლილებების ხარისხით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა