ბრონქადენიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ბრონქადენიტი – (bronchadenitis) ანთებითი პროცესი მსხვილ ბრონქებთან, სასულესთან ახლომდებარე, ასევე წინა და უკანა შუასაყარის უჯრედისში მდებარე ვისცერალურ ლიმფურ კვანძებში. როგორც დაავადების დამოუკიდებელი ფორმა ბრონქადენიტს უმრავლეს შემთხვევაში აქვს ტუბერკულოზური ეტიოლოგია. შუასაყარის ლიმფური კვანძების ანთება შესაძლებელია აღინიშნებოდეს აგრეთვე პნევმონიის, ბრონქიტის, ბრონქოპნევმონიის, ბავშვთა ზოგიერთი ინფექციების – ყივანახველის, წითელას დროს. ბავშვთა ასაკში გულმკერდის ვისცერალური ლმფური კვანძების ჰიპერპლაზია შესაძლებელია აღინიშნებოდეს ცხვირ – ხახის მწვავე და ქრონიკული ინფექციური დაავადებების, ნუშურების ჰიპერტროფიის და ადენოიდების დროს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა