ბრონქების ლორწოვანი გარსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ბრონქების ლორწოვანი გარსი – (tunica mucosa bronchorum) – ამოფენილია მრავალრიგიანი პრიზმული წამწამოვანი ეპითელიუმით, რომელიც თანდათან გადადის კუბურში. ეპითელური უჯრედებია: წამ­წა­მოვანი, ფიალისებრი, ენდოკრინული, ბაზალური, სეკრეციული, მიკრო­ხაოებით (ყაითნიანი) და უყაითნო. საკუთრივ ფირფიტა შეიცავს მრავალ ელასტიკურ ბოჭკოს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა