ბრუკის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ბრუკის სინდრომი – კისტოზური ადენოიდური ეპითელიომა. პაპულოზური მრავლობითი ტრიქოეპითელიომა. ადენოკისტოზური ეპითელიომა. ვითარდება ხალის დისპლაზიის შედეგად. ატარებს თანდაყოლილ ხასიათს, ხშირად ოჯახურია. ყველაზეხშირია სახეზე. არის ნახევრადგამჭვირვალე კვანძები. ეგავს ბუშტუკებს, მკვრივი კონსისტენციისა, გაფანტული ან შეჯგუფულია, უმტკივნეულო. უფრო ხშირია ახალგაზრდებში. ძალზე იშვიათია ავთვისებიანი გადაგვარება. სინონიმები: იარიშის ტრიქოეპითელიომა, უნას აკანთომა, ვინკლერის ეპითელიომატოზური ხალი, ვერთერის ტრიქოეპითელიომატოზი. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა