ბრუძინსკის სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ბრუძინსკის სიმპტომი – ბარძაყისა და მუხლების მოხრა თავის პასიური მოხრის პასუხად. წარმოადგენს მენინგიტისა და სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევების ერთ – ერთ ადრეულ ნიშანს. ბრუძინსკის სიმპტომი აღინიშნება ბავშვებშიც და მოზრდილებშიც, თუმცა ბავშვებში ის უფრო ხშირად გვხვდება მენინგური დარღვევების დროს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა