ბურსიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ბურსიტი – სახსრის ირგვლივი ლორწოვანი აბგის ანთება. მიზეზები: ტრავმა, განსაკუთრებით განმეორებითი, ხანგრძლივი ქრონიკული ტრავმატიზაცია, აბგის არეში დაზიანებების ინფიცირება და სხვ. სიმპტომები, მიმდინარეობა. ჩირქოვანი ბურსიტისათვის დამახასიათებელია მწვავე დასაწყისი. ქრონიკული სეროზული ბურსიტის დროს სითხე თადნათანობით გროვდება ლორწოვან აბგაში, არ იწვევს ტკივილებს. ძირითადი სიმპტომია – ლოკალიზებული შეშუპება სინოვიური აბგის მიდამოში, ხშირად მუხლის სახსრის წინა ზედაპირის ან იდაყვის სახსრის არეში. ჩირქოვანი ბურსიტი შესაძლებელია გართულდეს გარემომცველი რბილი ქსოვილების ფლეგმონით. მკურნალობა. მწვავე სეროზული ბურსიტის დროს – მოსვენებური მდგომარეობა, სახსრის იმობილიზაცია, სითბური პროცედურები. ქრონიკულის დროს – აბგის პუნქცია ასეპტიკურ პირობებში, ექსუდატის ამოღება, მისი შემდგომი ბაქტერიოლოგიური კვლევით, დამწოლი ნახვევი. ქრონიკული ბურსიტის მორეციდივე მიმდინარების დროს ნაჩვენებია ოპერაციული მკურნალობა; ჩირქოვანი ბურსიტის დროს კეთდება განაკვეთი აბგის დრენირებისათვის, ინიშნება ანტიბიოტიკები. პროგნოზი, როგორც წესი, კეთილსაიმედოა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა