ბუშტუკისებრი საკვერცხის მესამეული ფოლიკულები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ბუშტუკისებრი საკვერცხის მესამეული ფოლიკულები – (folliculi vesiculosi tertiarii ლათ. folliculus – პარკი / საკვერცხის ბუშტუკისებრი ფოლიკული – folliculus ovaricus vesicularis / ) – საკვერცხეში მზარდი ფოლიკულებია. ისინი შედგება ოვოციტისაგან (ზრდის პერიოდში), რომელიც გარშემოვლებულია გამჭირვალე ზო­ნით, სხივური გვირგვინით, მრავალშრიანი ფოლიკულური ეპითე­ლიუმით, შიგნითა და გარეთა თეკით. ფოლიკულური ეპითელიუმის უჯრედების სეკრეციის შედეგად ისინი ერთმანეთს სცილდებიან და მათ შორის იქმნება ღრუ, რომელიც ამოვსებულია ფოლიკულური სითხით. ყველაზე მწიფე მესამეულ ფოლიკულებს აქვს ბუშტუკების სახე და კარგად გამოხატული ღრუ. ოვოციტი ასეთ ფოლიკულებში კვერცხის შემცველი გორაკის (cumulus oophorus) ფოლიკულის გასქელებული კედლის შემადგენლობაშია. ასეთ ფოლიკულებს ეწოდება ღრუიანი, ანუ გრააფის ფოლიკულები. – (კვერცხის შემცველი გორაკი მნიშვნელოვანი ეპითელიუმის უბანია საკვერცხის ღრუიანი ფოლიკულის კედელში, რომელიც კვერცხუჯრედს შეიცავს). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა