გაავთვისებიანება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გაავთვისებიანება – (არარეკომენდებული ტერმინი; სინ.: ავთვისებიანად გარდაქმნა) ნორმალური ან პათოლოგიურად შეცვლილი ქსოვილის, ასევე კეთილთვისებიანი სიმსივნის მიერ ავთვისებიანი სიმსივნის თვისებების შეძენის პროცესი, რომელსაც საფუძვლად უდევს უჯრედთა პროლიფერაციისა და დიფერენციაციის დარღვევა; უფრო სწორია ტერმინის ,,მალიგნიზაციის” ხმარება.

გაფრთხილება!