გაზაფხულის კატარი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გაზაფხულის კატარი – თვალის კაკლისა და ქუთუთოების კონიუნქტივის ქრონიკული ანთება, რომელიც მწვავდება გაზაფხულ – ზაფხულის პერიოდში. დაავადების წარმოშობაში ძირითად როლს ასრულებენ ალერგიული ფაქტორები, ენდოკრინული დარღვევები და ულტრაიისფერი რადიაცია. სიმპტომები, მიმდინარეობა. სინათლის შიში, ცრემლდენა, თვალების ქავილი. განასხვავებენ კონიუნქტივურ, რქოვანას და შერეულ ფორმებს. კონიუნქტივური ფორმის დროს ზედა ქუთუთოს ხრტილის შემაერთებელი გარსს აქვს რძისფერი ელფერი და დაფარულია გასქელებული, მკრთალი ვარდისფერი დვრილისებრი წანაზარდებით; დაავადების რქოვანას ფორმა ხასიათდება ლიმბის მორუხო – მკრთალი მინისებური გამსხვილების წარმოქმით, რომლის შიგნითაც აღინიშნება რქოვანას ნაზი შემღვრევა. გამონადენი უმნიშვნელოა ან არ არსებობს. ახასიათებს ხანგრძლივი მიმდინარეობა პერიოდული გამწვავებებით, უპირატესად გაზაფხულსა და ზაფხულობით. დაავადება, როგორც წესი, წარმოიქმნება ჭაბუკობის ასაკში და მრავალი წლის შემდეგ ჩაცხრება. გაზაფხულის კატარი – თვალის შემაერთებელი გარსის (კონიუნქტივა) ქრონიკული დაავადება, რომელიც გაზაფხულსა და შემოდგომაზე მწვავდება. უმთავრესად გავრცელებულია სამხრეთის ქვეყნებში, გვხვდება საქართველოშიც. გაზაფხულის კატარი უმეტესად ბიჭებს და ჭაბუკებს ემართებათ. გამომწვევი მიზეზი არ არის დადგენილი. ფიქრობენ რომ იწვევს ენდოკრინული ფუნქციების მოშლა, ულტრაიისფერი სხივების მოქმედება, ზოგი ალერგიულ დაავადებად მიიჩნევს. გაზაფხულის კატარი აზიანებს ზემო ქუთუთოს კონიუნქტივას, ქუთუთოს ლორწოვანა იფარება სქელი დვრილოვანი წანაზარდებით, კონიუნქტივას მოცისფრო – რძისფერი დაჰკრავს. დამახასიათებელია სინათლის შიში, ცრემლის დენა, თვალების ქავილი. მკურნალობა: ალერგიის საწინააღმდეგო და ჰორმონული პრეპარატები, სიმპტომური თერაპია. [“1”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა