გაზომვა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გაზომვა – შემეცნებითი პროცედურა, რომელიც ხორციელდება მეცნიერული კვლევის ემპირიულ დონეზე და შეიცავს მატერიალური ობიექტების დახასიათებათა (წონა, სიგრძე, კოორდინატები, სიჩქარე და სხვ.) განსაზღვრებას სათანადო საზომ ხელსაწყოთა მეშვეობით. საბოლოო ანგარიშით გაზომვა დაიყვანება გასაზომი სიდიდის შედარებაზე რომელიღაც ეტალონად (ერთეულად) მიღებულ მისდაგვარ სიდიდესთან. გაზომვის ერთეულთა ამა თუ იმ სისტემის მეშვეობით წარმოებს სხეულთა თვისებების რაოდენობრივი აღწერა, რომელიც შემეცნების მნიშვნელოვან ელემენტს ქმნის. გაზომვა ზრდის ჩვენი ცოდნის სიზუსტის ხარისხს.  (წყარო: ფილოსოფიური ლექსიკონი, ი. ტ. ფროლოვის რედაქციით, 1982 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა