გამა – ამინოერბოს მჟავა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გამა – ამინოერბოს მჟავა – (გაემ) ასრულებს მედიატორულ და მეტაბოლურ ფუნქციას ტვინში; წარმოადგენს უნივერსალურ დამამუხრუჭებელ მედიატორს. მონაწილეობს მოტორული აქტივობის რეგულაციაში, ემოციური ქცევის ფორმირებაში, თავის ტვინის უმაღლესი ინტეგრაციული ფუნქციების განხორციელებაში, ჰიპოფიზის წინა წილის ჰორმონების გამოთავისუფლების რეგულაციაში, ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა მედიატორებთან ურთიერთქმედებაში. როგორც თავის ტვინის ქსოვილის პროდუქტი, გამა – ამინოერბოს მჟავა ზეგავლენას ახდენს გლუკოზის ტრანსპორტირებაზე და უტილიზაციაზე, სუნთქვაზე და ჟანგვით ფოსფორილირებაზე, ენერგიის მთავარი წყაროების მეტაბოლიზმზე;  მონაწილეობს ოსმოსური პროცესების რეგულაციაში, გააჩნია ანტიჰიპოქსიდური მოქმედება.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა