გამეტოპათიები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გამეტოპათიები – თანდაყოლილი დაავადებების ჯგუფი, რომელთა განვითარება განპირობებულია გენეტიკური მასალის ცვლილებებით სასქესო უჯრედების მომწიფების პროცესში (გამეტოგენეზი) ან განაყოფიერების დროს და განაყოფიერებული კვერცხუჯრედის (ზიგოტის) დაყოფის პირველ სტადიებზე; შესაძლებელია იყოს ქრომოსომთა რიცხვის (პოლიპლოიდია ან ანეუპლოიდია) ან ქრომოსომების აგებულების (სტრუქტურული ქრომოსომული აბერაციები) დარღვევები.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა