ბროლი

1. ბროლი – (lens ლათ.lens, ntis) – ორმხრივ ამოზნექილი გამჭვირვალე სხეული. შედგება კაფსულისა და ეპითელური ბროლის ბოჭკოებისაგან. – (ბროლის ეპითელიუმის წარმონაქმნია). მონაწილეობს თვალის დიოპ­ტრული აპარატის მუშაობაში. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

2. ბროლი თვალისა –  (lens), თვალის შუქმტეხი – (დიოპტრიკული) აპარატის ნაწილი, რომელიც მოთავსებულია გუგის უკან და ორმხრივ ამოზნექილი ლინზის ფორმა აქვს. ქვეწარმავლების, ფრინველების, ძუძუმწოვარი ცხოველებისა და ადამიანის ბროლს აქვს დიამეტრის შეცვლის უნარი, რაც წამწამოვანი სხეულისა (corpus ciliare) და ცინის იოგების კუნთების შეკუმშვა – მოდუნებაზეა დამოკიდებული. ბროლის დიამეტრის შეცვლის დროს იცვლება მისი შუქმტეხი ზედაპირის სიმრუდე, რაც თვალის აკომოდაციას იწვევს. თევზებისა და ამფიბიების ბროლის დიამეტრი არ იცვლება. აქ აკომოდაცია ხდება გარკვეული კუნთების მეშვეობით ბროლის გადაადგილებით – ბადურისთან მისი მიახლოებით ან დაცილებით.

ადამიანის ბროლის დიამეტრია დაახლ. 10 მმ, სისქე 3,7 – 4,0 მმ (თვალის აკომოდაციის დროს 4,5 მმ და ზოგჯერ მეტიც). წინა ზედაპირი უკანაზე ბრტყელია. წინა ზედაპირის სიმრუდის რადიუსია 10 მმ, უკანასი – 6 მმ. ბროლის პერიფერიული ნაწილის გარდამტეხი კოეფიციენტია დაახლ. 1,36, ცენტრალური ნაწილისა კი 1,42. ბროლი იწონის 0,2 გ. [“1”]

3. ბროლი – (lens crystallina) თვალის ოპტიკური სისტემის ნაწილი, რომელიც მონაწილეობს აკომოდაციის აქტში; ბროლს აქვს ორმხრივ ამოზნექილი ცვლადი სიმრუდის მქონე ლინზის ფორმა და მდებარეობს თვალის კაკლის შიგნით; მისი გარდამტეხი ძალა საშუალოდ უდრის 20 დპტრ, ხოლო აკომოდაციის მდგომარეობაში შესაძლოა გაიზარდოს 33 დპტრ – მდე.

გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

..