ბრონქები

ბრონქები – (bronchus, – i, PNA, BNA, JNA; ლათ., ბერძ. – დან. bronchos სასუნთქი ყელი) ორგანო, რომელიც წარმოადგენს ტრაქეის განტოტებას და მდებარეობს შუასაყარში, პლევრალურ პარკებსა და ფილტვებში; უზრუნველყოფს ჰაერის გატარებას ფილტვებში და მის გამოყოფას გარეთ, ასევე მტვრის ნაწილაკების, ლორწოს, მიკროორგანიზმებისა და სხვ. მოცილებას; მიეკუთვნება ქვედა სასუნთქ გზებს.

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გაფრთხილება!