გამოფენები, ბაზრობები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გამოფენები, ბაზრობები – ეკონომიკის, მეცნიერების ტექნიკის, კულტურის, ხელოვნების და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა სფეროების მიღწევათა გამოფენა – დათვალიერება. ბაზრობა მსხვილი ვაჭრობაა, რომელიც პერიოდულად იმართება განსაზღვრულ ადგილას ერთი და იმავე დროს. ბოლო დროს გამოფენებსა და ბაზრობებს შორის განსხვავება თანდათან წაიშალა. საერთაშორისო გამოფენებმა მიიღეს კომერციული მიმართულება, ბაზრობებმა კი – შეიძინეს პროპაგანდული და საინფორმაციო მნიშვნელობა. თანამედროვე საერთაშორისო გამოფენები და ბაზრობები შეიძლება ჩაითვალოს ბაზრის ფართო სასაქონლო ნომენკლატურის განსაკუთრებულ ფორმად. მათზე მყარდება და მტკიცდება საქმიანი კავშირები, ხდება ნიმუშებით საბითუმო ვაჭრობა, იდება როგორც მცირე, ასევე მსხვილი სავაჭრო გარიგებები. საერთაშორისო გამოფენებისა და ბაზრობების რაოდენობა და ნაირსახეობა მუდმივად იზრდება.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook