გარეთა ოტიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გარეთა ოტიტი – არსებობს ორი ფორმა – შემოსაზღვრული და დიფუზური. შემოსაზღვრული გარეთა ოტიტი წარმოიქმნება ინფექციის შეღწევისას (ხშირად სტაფილოკოკისა) გარეთა სასმენი მილის ფიბროზულ – ხრტილოვანი ნაწილის თმის ფოლიკულებსა და ცხიმის ჯირკვლებში, რასაც ხელს უწყობს მცირე ტრავმები. გარეთა სასმენი მილის ფურუნკულები ხშირია შაქრიანი დიაბეტით, პოდაგრით, ჰიპოვიტამინოზით დაავადებულ პირებში. ზოგჯერ პროცესი ვრცელდება ყურის ირგვლივ უჯრედისზე. დიფუზური გარეთა ოტიტი ვითარდება უპირატესად ქრონიკული ჩირქოვანი შუა ოტიტის დროს, სასმენი მილის კანში და კანქვეშა უჯრედისში სხვადასხვა ბაქტერიების, ასევე სოკოების შეღწევისას. ანთებითი პროცესი ზოგჯერ ვრცელდება დაფის აპკზეც. სიმპტომები, მიმდინარეობა. ტკივილი ყურში, რომელიც ძლიერდება წინასახურზე დაჭერისას. პირის გაღების დროს მტკივნეულობა აღინიშნება ფურუნკულის წინა კედელზე ლოკალიზაციის დროს. მწვავე დიფუზური გარეთა ოტიტის დროს ავადმყოფები უჩივიან ქავილს და ტკივილს ყურში, ჩირქოვან გამონადენს არასასიამოვნო სუნით. დიაგნოზის დაზუსტება ხდება ოტოსკოპიით; სმენა არ ზიანდება. მკურნალობა. გარეთა სასმენ მილში 70% – იან სპირტში დასველებული დოლბანდის ტურუნდის შეყვანა, თბილი კომპრესი, ფიზიოთერაპიული პროცედურები, ვიტამინოთერაპია. ანტიბიოტიკები და სულფანილამიდები გამოიყენება გამოხატული ინფილტრატისა და ტემპერატურის მომატების დროს. აბსცესის წარმოქმნისას ნაჩვენებია მისი გახსნა. დიფუზური ანთების დროს სასმენ მილს რეცხავენ 3% – იანი ბორის მჟავის, ფურაცილინის ხსნარით და სხვ. გარეთა სასმენი მილის კანს ამუშავებენ ოქსიკორტით, სინტომიცინის ემულსიით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook