გაფანტული სკლეროზი

  • თურმანიძის მალამოები

გაფანტული სკლეროზი – (ნერვ. დაავ.) ინფექციური – ალერგიული, თანდათანობით პროგრესირებადი ქრონიკული დაავადება, რომელიც ხასიათდება გამწვავებების და რემისიების პერიოდების მონაცვლეობით. ავადდებიან ახალგაზრდა და საშუალო ასაკის პირები.

დაავადების განვითარებას საფუძვლად უდევს ნერვული ბოჭკოების მიელინის დაშლის კერების წარმოქმნა გლიების შემდგომი გაზრდით და ,,ფოლაქების’’ წარმოქმნით. დაავადების დასაწყისი და რეციდივები პროვოცირდება გადაციებით, გაცივებით, ტრამვით.

სიმპტომები – საწყის პერიოდში აღინიშნება მხედველობის გარდამავალი დარღვევა, პარეზები, კოორდინაციის დარღვევები. ვლინდება ნისტაგმი, სკანდირებული საუბარი, ინტენციური კანკალი (შარკოს ტრიადა), ბაბინსკის სიმპტომი, მუცლის რეფლექსების არარსებობა. შემდგომში აღნიშნული სიმპტომები მუდმივ ხასიათს იღებენ.

 

გაფრთხილება!

 

Share this...Share on Facebook
Facebook