გაჭაღარავება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გაჭაღარავება – თმის ფერის მყარი შეცვლა თმის პიგმენტის (მღებავი ნივთიერების) გაქრობის გამო. იწყება საფეთქლებიდან. ხანშიშესულებისას ფიზიოლოგიური მოვლენაა. ნაადრევ გაჭაღარავებას იწვევს ნერვული სისტემისა და შინაგანი სეკრეციის ზოგიერთი დაავადება, ძლიერი სულიერი განცდა, შიში და სხვ.; ნაადრევი გაჭაღარავება შეიძლება მემკვიდრეობითაც გადაეცეს. კოსმეტიკური მიზნით ჭაღარა თმის შესაღებავად შეიძლება მცენარეული და ქიმიური საღებავების გამოყენება.თ. საყვარელიძე [“1”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook