გაჭყლეტის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გაჭყლეტის სინდრომი – – (კრაშ – სინდრომი) სიმპტომთკომპლექსი, რომელიც წარმოიქმნება სხეულის ნაწილების გაჭყლეტის შედეგად (ხშირად კიდურების) ავარიებისა და მიწისძვრების დროს. პათოგენეზის საფუძველია ქსოვილოვანი დაშლის ტოქსიკური პროდუქტების შეწოვა, რომლებიც წარმოიქმნება იშემიურ ქსოვილებში მათი სისხლმომარაგების დარღვევის შედეგად. ვითარდება მძიმე დსშ სინდრომი, რომელიც თირკმლის მილაკებში მიოგლობინის ჩალაგებასთან ერთად იწვევს თირკმელების მწვავე უკმარისობის განვითარებას. სიმპტომები და მიმდინარეობა. ზეწოლიდან განთავისუფლების შემდეგ ვითარდება ტრავმული შოკი. უკვე პირველ დღეებში წარმოიქმნება ოლიგო – ან ანურია. ვითარდება ტრავმის ადგილისა და დისტალური უბნების მკვრივი შეშუპება. შეშუპება ხელს უწყობს ქსოვილთა იშემიის პროგრესირებას. ციტოლიზის პროდუქციის რეზორბცია იწვევს ჰიპერკალიემიას. დროულად დაწყებული ინტენსიური მკურნალობით თირკმელების მწვავე უკმარისობა გაივლის 10 – 15 დღის შემდეგ. ამ დროს პროცესს უერთდება სეპტიკური და ჩირქოვანი დაზიანებები. მკურნალობა. ტარდება შოკის საწინააღმდეგო ღონისძიებები – ვენის პუნქცია და რეოპოლიგლუკინის, ნარკოტიკების შეყვანა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..