გენების რეკომბინაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გენების რეკომბინაცია – (recombinatio genorum ლათ.re – კვლავ და combinare – შეერთება) თავისი გენომებით განსხავებულ ორ ქრომოსომას ან ორ უჯრედს შორის გენების გაცვლა. ეს შეიძლება მოხდეს სომატური უჯრედების ჰიბრიდიზაციის, სომატური კროსინგოვერისა და უჯრედების ტრანსფორმაციის დროს. გენეტიკური რეკომბინაციის ერთეულია რეკონი . გენების რეკომბინაციას დიდი ბიოლოგიური მნიშვნელობა აქვს უჯრედებისა და ორგანიზმების ევოლუციისათვის, ვინაიდან ამის შედეგად შეიძლება წარმოიქმნას გენების ისეთი შეხამებანი, რომლებიც მშობლიურ ფორმებს არა აქვთ. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter
English English Georgian Georgian