გენები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გენები – (gena ბერძნ.genos – დაბადება, წარმომქმნელი) მემკვიდრეობის ელემენტარული ერთეულები, რომლებიც წარმოდ­გენილია ქრომოსომების სიგრძეზე დიფერენცირებული სპეციფიკური უბნებით – (ლოკუსებით). ისინი განსაზღვრავენ უჯრედებისა და მთლიანად ორგანიზმის განვითარებისას ამა თუ იმ თვისების გამოვლინების ხასიათს. გენები მემკვიდრეობის მატერიალური სუბსტრატია. ვინაიდან ისინი ქრო­მო­სომების დისკრეტული სტრუქტურული ერთეულები არიან, ერთიანად მემკვიდრეობითი ინფორმაციის მარაგს შეადგენენ. თითოეუ­ლი ქრომო­სომა შეიცავს ასობით ათას გენს, რომლებიც გაერთია­ნებული არიან ე.წ. შეჭიდულ ჯგუფებად. გენები, თავის მხრივ, შედგება რეკომბინაციის უწვრილესი ერთეულებისაგან – რეკონებისაგან, რომ­ლებსაც აქვთ გენეტიკური ინფორმაციის გაცვლის უნარი. რეკონების შემადგენლობაში გამოყოფენ აგრეთვე უფრო წვრილ ერთეულებს, რომელთა ცვლილება იწვევს მუტაციებს . მათ ეწოდება მუტონები. უკანასკნელი მონაცემები გვიჩვენებს, რომ გენები ძლიერ რთული და ფა­ქიზი აგებულებისაა. პირველად ტერმინი „გენი“ შემოიღეს მემკვიდ­რეობითი ერთეულის აღსანიშნად, რომელიც შეჯვარების დროს გარ­კვე­ულ თვისებებს გადას­ცემს მშობელთა ორგანიზმებიდან შთამომავ­ლობას. ამ მემკვიდრეობითი ერთეულის სტრუქტურული და ქიმიური ბუნება გაურკვეველი იყო. მხო­ლოდ მორგანის შრომების შემდეგ გუ­ლისხმობდნენ გენებში მემკვიდრეობის გარკვეულ სტრუქტურულ ერ­თე­ულებს, რომ­ლებიც ლოკალიზებულნი არიან ქრომოსომებში სიგ­რძივ რიგად. თანამედროვე წარმოდგენების თანახმად, გენი ბირთვის დნმ – ის უბანია, რომელიც მემკვიდრეობითი ინფორმაციის გადაცემის მხრივ სპეციფიკური თვისებებით გამოირჩევა. გენებს ახასიათებს ნუკლეო­ტიდების გარკვეული ურთიერ­თგანლაგება ე.წ.კოდების ტრიპ­ლეტების შემადგენლობაში, აგრეთვე თვით ტრიპლეტების გარკ­ვეული თანმი­მ­დევრობა. ვარაუდობენ, რომ თითოეული გენი არეგული­რებს გარკვე­ული ფერმენტების გამომუ­შავებას, უწევს რა კონტროლს ბიოსინთე­ზური პროცესების ამა თუ იმ ფაზას. ტერმინი „გენი“ იოჰან­სენმა შემოი­ღო – (1909). სიტყვა „გენის“ სინონიმად ზოგჯერ ხმარობენ ტერმინს „მემკვიდრეობითი ფაქტორი“. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter
English English Georgian Georgian