გენერალიზებული გინგივიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გენერალიზებული გინგივიტი – ეტიოლოგია: კბილის ქვა, კბილის რბილი ნადები, თამბაქოს წევა, ქიმიური გამაღიზიანებლები, ფუზოსპირალური ინფექცია. პათოგენეზი. კატარულ გინგივიტს იწვევს სხვადასხვა გამღიზიანებლები; ჰიპერტროფული გინგივიტი განპირობებულია ენდოკრინული დარღვევებით პუბერტულ პერიოდში და ორსულობის დროს. წყლულოვანი გინგივიტ ხშირად უკავშირდება  ორგანიზმის იმუნოდეფიციტურ მდგომარეობასა და ღრძილის ქსოვილების ტროფიკის მოშლას. გარკვეული მნიშვნელობა აქვს С ჰიპოვიტამინოზს, მედიკამენტების მიღებას (დიფენინი და სხვ.). სიმპტომები, მიმდინარეობა. მწვავე კატარული გინგივიტი ხასიათდება ღრძილის ჰიპერემიითა და შეშუპებით, სისხლდენით, ტკივილით, წვით; ქრონიკული – ღრძილის ციანოზით, შეშუპებით, გაფაშრებით; აღინიშნება მიკრობული ნადები და მკვრივი ჩალაგებები. ჰიპეტროფიული გინგივიტის დროს ღრძილი მკვრივი, ჰიპერტროფიულია და ნაწილობრივ ფარავს კბილის გვირგვინს, წარმოიქნება ცრუ პათოლოგიური ჯიბეები, ღრძილქვეშა ქვა. ხშირია კბილების მდებარეობის ანომალიები. რენტგენოგრამაზე კბილთაშუა ძგიდეების ცვლილებები არ ვლინდება. წყლულოვანი გინგივიტის დროს აღინიშნება ღრძილის დვრილების მტკივნეულობა; ღრძილს აქვს ჭუჭყიანი – რუხი, ნეკროზული აპკი, რომელიც ადვილად იხსნება. გაშიშვლებული ზედაპირი მუქი წითელი ფერისაა, სისხლმდენია. აღინიშნება მკვეთრი მტკივნეულობა, ავადმყოფი საჭმელს ვერ ჭამს. პირიდან იგრძნობა ცუდი სუნი, გაძლიერებულია ნერწყვდენა. ლიმფური კვანძები გადიდებული და მტკივნეულია; ტემპერატურა 38 – 390 C – მდეა. ავადმყოფი მოთენთილია, აღენიშნება თავის ტკივილი. დაწყლულებები ზოგჯერ ვრცელდება პირის ღრუს ლორწოვანზე. მკურნალობა. გამაღიზიანებელი ფაქტორის ლიკვიდაცია. ჰიპერტროფული გინგივიტი საჭიროებს ქირურგიულ მკურნალობას (კიურეტაჟი, გინგივექტომია). წყლულოვანი გინგივიტის დროს დაშლილ ქსოვილს ამოკვეთენ, ზედაპირს ამუშავებენ წყალბადის ზეჟანგით. გამოხატული ზოგადი მოვლენების დროს – ანტიბიოტიკები, საგულე საშუალებები. პროგნოზი. კატარალური გინგივიტი მთავრდება 7 – 10 დღეში, ქრონიკული მოითხოვს გულდასმით მკურნალობას. ჰიპერტროფული გინგივიტი ხშრად იძლევა რეციდივებს, ავადმყოფები საჭიროებენ ორთოდონტულ მკურნალობას. პროფილაქტიკა. ადგილობრივი გამაღიაზიანებელი ფაქტორების მოხსნა, ძირითადად კბილის ქვის; პირის ღრუს სისტემატური მოვლა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Azerbaijani Azerbaijani English English Georgian Georgian Russian Russian Turkish Turkish