გამოყენებითი პროგრამების სერვისის პროვაიდერი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გამოყენებითი პროგრამების სერვისის პროვაიდერი – (ინტ.) application servise provider, ASPკომპანია, რომელიც თავისი ტექნოლოგიური ბაზის გამოყენების საშუალებით აწარმოებს გამოყენებითი პროგრამების მომსახურებას, იჯარით გაცემას ან გაყიდვას. როგორც წესი, ასეთი კომპანიის მომსახურებით სარგებლობა შემდეგი ამოცანების გადაწყვეტას ისახავს მიზნად: საიტებისა და საფოსტო სამსახურების ჰოსტინგი; ERP – სისტემების, ინტერნეტ – მაღაზიებისა და სავაჭრო მოედნების ექსპლოატაცია; ინტერნეტ – მოვაჭრეთა კრებსით კატალოგებთან დაშვება; ქსელში დაცული შეღწევის უფლების გაცემა და ა.შ. მზა ASP – გადაწყვეტების გამოყენება ამცირებს რისკს და ფინანსურ დანახარჯებს ინტერნეტ – ბიზნესის წამოწყების დროს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა