განგლიონიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

განგლიონიტი – (ბერძ. ganglion – კვანძი) ზურგის ტვინის ან ქალას ვეგეტატიური ან სენსორული განგლიების ანთება. ზურგის ტვინის განგლიების დაზიანება ვლინდება ყველა სახის მგრძნობელობის გენერალიზებული დაზიანებითა და სენსიტიური ატაქსიით. ხშირად განგლიონიტის გამომწვევია სარტყლისებრი ლიქენის ვირუსი და ვლინდება ჰერპესული გამონაყრით და მგრძნობელობის მოშლით.