განზოგადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

განზოგადება – ერთეულიდან ზოგადზე გადასვლის ლოგიკური პროცესი; ნაკლებად ზოგადიდან უფრო ზოგად ცოდნაზე (მაგ. გადასვლა ცნებიდან ,,სითბო” ცნებაზე ,,ენერგია”) გადასვლის ლოგიკური პროცესი, აგრეთვე ამ პროცესის შედეგი: განზოგადებული ცნება, მსჯელობა, მეცნიერების კანონი, თეორია. განზოგადებული ცოდნის მიღება ნიშნავს სინამდვილის უფრო ღრმად ასახვას, მის არსებაში შეღწევას. ფორმალურ ლოგიკაში განზოგადების ცნებაში ესმით გადასვლა სახეობითი ცნებიდან გვარეობითზე. ამასთან, გვარეობითი ცნების შინაარსი უფრო ვიწროა, რადგანაც მისგან გამოირიცხება სახეობითი ნიშნები (ცნების მოცულობა და შინაარსი). მაგ. ,,მუხის” ცნებიდან ,,ხის” ცნებაზე გადასვლისას გამოირიცხება ნიშნები, რომლებიც სპეციფიკურია მუხისათვის. განზოგადების საპირისპირო პროცესია შემოფარგვლა. (წყარო: ფილოსოფიური ლექსიკონი, ი. ტ. ფროლოვის რედაქციით, 1982 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა