გარდამავალი კოჭლობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გარდამავალი კოჭლობა – მწვავე იშემიის სიმპტომი სისხლძარღვთა მაობლიტირებელი დაავადებების დროს, რომელიც პერიოდულად წარმოიქმნება აქტიურად ფუნქციონირებად ორგანოში ოქსიგენირებული სისხლის არასაკმარისად მიწოდების გამო. გარდამავალი კოჭლობა ვლინდება ქვედა კიდურების იშემიური დაავადებების დროს. შესაძლოა აღინიშნებოდეს აგრეთვე ათეროსკლეროზის, მაობლიტირებელი თრომბანგიიტის, არასპეციფიკური აორტო – არტერიიტის, დიაბეტური არტერიოპათიებისას. ვლინდება სიარულის დროს ცალ ან ორივე ქვედა კიდურში ტკივილით, რომელიც აღწევს ისეთ ინტენსივობას, რომ ავადმყოფი იძულებულია შეაჩეროს სიარულის ტემპი და შეჩერდეს. შესვენებისას ტკივილი ქრება და ავადმყოფს კვლავ შეუძლია გაიაროს გარკვეული მანძილი.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა