გასტრულა

გასტრულა – (ბერძნ.gaster – კუჭი) გასტრულაციის პერიოდში განვითარებადი ორგანიზმია. ლანცეტაში გასტრულა ორშრიანი ფია­ლის მსგავსია, რომლის შრეებს შორის ნაპრალისებრი სივრცე ბლასტო­ცელის ნარჩენია. გასტრულას შიგნითა ღრუ – გასტროცელი გარემოს­თანაა დაკავშირებული ბლასტოპორის – (blastoporus), ანუ პირველადი პირის მეშვეობით. უმაღლეს ხერხემლიანებში გასტრულას აქვს სამშრიანი აგებულება. მასში არჩევენ ჩანასახოვან ფურცლებს: გარეთა – ექტოდერმას, შუა – მეზოდერმას და შიგნითა – ენდოდერმას. ხერხემ­ლიანთა სხვადასხვა კლასში გასტრულის წარმოქმნის სხვადასხვა ხერხია – (იხ. გასტრულაცია), რომელთა მიხედვითაც არჩევენ გასტრულის რამ­დენიმე სახესხვაობას. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გასტრულა (gastrula) – გასტრულაციის პერიოდში, მრავალუჯრედიანი ცხოველის ჩანასახი, რომელსაც გააჩნია სამი ჩანასახოვანი ფურცელი – ექტოდერმა, ენდოდერმა (გარდა ღრუბელებისა და ნაწლავღრუიანებისა) და მეზოდერმა. გასტრულა პირველად აღწერა 1865 წელს ა.ო. კოვალევსკიმ, ხოლო ტერმინი „გასტრულა“ დაამკვიდრა 1874 წელს ე.ჰეკელმა. (2)


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.