გაფანტული ენცეფალომიელიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გაფანტული ენცეფალომიელიტი – ცენტრალური ნერვული სისტემის მწვავე ანთებითი დაავადება, სავარაუდოდ ავტოიმუნური ბუნებისა, რომელიც მიმდინარეობს თავისა და ზურგის ტვინის მრავალკეროვანი დაზიანებებით. წარმოიქმნება როგორც გადატანილი ვირუსული, იშვიათად მიკოპლაზმური ან ბაქტერიული ინფექციის, ან იმუნიზაციის გართულება. თავს იჩენს გადატანილი ინფექციიდან ან აცრიდან 3 – 15 დღის შემდეგ; იწყება მწვავედ ცხელებით, თავის ტკივილით, ღებინებით ცნობიერების დაბინდვით, მენინგეალური სიმპტომებით. შესაძლოა განვითარდეს ეპილეფსიური გულყრებიც. აღდგენითი პროცესი იწყება რამდენიმე დღის შემდეგ და გრძელდება რამდენიმე კვირამდე და თვემდე. ავადმყოფთა ნახევარს აღებიშნებათ სრული აღდგენა, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში ფორმირდება რეზიდუალური დეფექტი (უმაღლესი ტვინოვანი ფუნქციების მყარი დარღვევები და სხვადასხვა გამოხატულების მოძრაობითი დარღვევები)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა