გერვიგ – მაჟანდის სიმპტომი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გერვიგ – მაჟანდის სიმპტომი – (K. H. Hertwig გერმ. ფიზიოლოგი; F. Magendie, ფრანგ. ნევროპათოლოგი) შეძენილი სიელმის განსაკუთრებული ფორმა, რომელიც ხასიათდება თვალების თავისებური მდებარეობით, რომლის დროსაც ერთი თვალი მობრუნებულია ქვევით და შიგნით, ხოლო მეორე – ზემოთ და გარეთ. დამახასიათებელია, რომ თვალების დისოცირებული მდებარეობა შენარჩუნებულია მზერის ნებისმიერი მიმართულების დროს. აღნიშნული სიმპტომი წარმოიქმნება შუა ტვინის სახურავის და თავის ტვინის ღეროს სხვა ნაწილების მიდამოს, ასევე ნათხემის სხვადასხვა დაზიანებების დროს (ტრავმა, სისხლის მიმოქცევის დარღვევები, ანთებითი პროცესები, სიმსივნეები)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook