გველის ნაკბენები

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გველის ნაკბენები – (ქირურგ.) შუა სარტყელში საშიშია ასპიტების კბენა, სამხრეთში, აზიაში და შორეულ აღმოსავლეთში – ჩხრიალა გველის ნაკბენი. კბენის შედეგად ორგანიზმში მოხვედრილმა შხამმა შესაძლოა გამოიწვიოს ცნს – ის პარალიზება (კობრის შხამში ნეიროტოქსინის არსებობა) ან სისხლჩაქცევები (ასპიტებში ჰემორაგინის არსებობა). შხამი იწვევს როგორც ადგილობრივ, ისე ზოგად ტოქსიკურ ზემოქმედებას. სიმპტომები, მიმდინარეობა. კბენის ადგილას ვითარდება მკვეთრი ტკივილი და შეშუპება, რომელიც სწრაფად ვრცელდება მთელ კიდურზე, აღინიშნება სისხლჩაქცევები. ვლინდება ძილიანობა, თავბრუსხვევა, შეუძლოდ ყოფნა, გონების დარღვევა, ღებინება, ტემპერატურის მომატება 38 – 39 გრადუსამდე. ნეიროტოქსინების შემცველი შხამის ორგანიზმში მოხვედრისას, ვითარდება გულის მუშაობის დარღვევები, სუნთქვის დამბლა და სიკვდილი. მკურნალობა. პირველადი დახმარება მოიცავს შხამის შეწოვის შემცირებას კიდურზე ,,ჟგუტის’’ დადებით (30 წუთამდე), კალიუმის პერმანგანატის ხსნარით ჭრილობის მობანვას, შხამის ამოწოვა ქილებით ან პირით (პირის ღრუში კარიესული კბილების და დაზიანებული ლორწოვანი გარსის არარსებობის პირობებში). სამკურნალო დაწესებულებებში შეჰყავთ სპეციალური გველის შხამის საწინააღმდეგო შრატი, ხდება ნაკბენი ჭრილობის გაკვეთა, შეჰყავთ დიდი რაოდენობით სითხეები, ხდება სისხლის გამოშვება, აგრეთვე ტარდება სისხლის გადასხმა, გამოიყენებენ საგულე საშუალებებს. მკურნალობის შემდგომი ეტაპი მოიცავს გართულებების მკურნალობას.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook