გიგანტური უჯრედები

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გიგანტური უჯრედები – (gigantocyti ბერძნ. gigas, gigantos – გოლიათი) ერთბირთვიანი, ან უფრო ხშირად მრავალბირთვიანი უჯრედები, რომლებიც ზომით მნიშვნელოვნად აღემატებიან მოცე­მული ქსოვილის ჩვეულებრივ უჯრედებს. როგორც წესი, გიგანტური უჯრედების ბირთვები პოლიპლოიდური და ანეუპლოიდურია. პოლიპლოიდიასთან დაკავშირებულია ამ უჯრედების ზომის გადი­დებაც, გიგანტური უჯრედები განსაკუთრებით ხშირია სიმსივნეებში. გიგანტური ეწოდება ძვლის ტვინის მეგაკარიოციტებს, ოსტეოკ­ლასტებს, უცხო სხეულების უჯრედებს, ლანგჰანსის უჯრედებს ლიმფოგრანულომატოზისა და ტუბერკულოზის დროს, პლაცენტის ქორიონის ნაწილის უჯრედებს და სხვ. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook