გლანცმანის თრომბასთენია ანუ დაავადება

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გლანცმანის თრომბასთენია ანუ დაავადება – თრომბოციტოასთენია – მემკვიდრეობითი დაავადება ჰემორაგიული დიათეზების ჯგუფიდან, ახასიათებს თრომბოციტების რიგ ფერმენტთა უკმარისობა, სისხლის კოლტის რეტრაქციის მეორადი დარღვევები და ხშირად სისხლის დენის დროს გახანგრძლივება, მაშინ როცა თრომბოციტების რაოდენობა ნორმალურია ან ოდნავ შემცირებულია და სახეზეა გიგანტური თრომბოციტები. გამოყოფენ ავტოსომურ – რეცესიული და ავტოსომურ – დომინანტური ტიპების მემკვიდრეობითობის ფორმებს. სინონიმი: გლინცმან – ნეგელის დაავადება. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter
English English Georgian Georgian