გლოსიტი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გლოსიტი – ენის ქსოვილების კატარული ან ჩირქოვანი ანთება. ამ ტერმინით აღნიშნავენ ასევე სიმპტომურ ცვლილებებს (პერნიციოზული ანემია, ავიტამინოზები, ზოგიერთი დერმატოზი, მწვავე ინფექციები) და მისი აგებულების ანომალიებს (რომბისებური, ნაოჭებიანი ენა და ა. შ.). ეტიოლოგია. ადგილობრივად გამაღიზიანებელი ფაქტორები, ძვლით ჩხვლეტა და სხვა ტრავმები. სიმპტომები, მიმდინარეობა. კატარული გლოსიტის დროს აღინიშნება ენაზე წვის შეგრძნება, ტკივილი ცხარე საკვების მოხვედრისას. ენა ჰიპერემიული, შეშუპებულია, ენის დვრილები შენარჩუნებულია. ენის აბსცესის დროს ტკივილი მატულობს; მეტყველება გაურკვეველია; აღინიშნება ნერწყვდენა, ენა გადიდებულია არათანაბრად, შეშუპების საზღვრები არამკაფიოა, ახასიათებს ნელი განვითარება. ენის ფლეგმონის დროს – ტკივილი, ყლაპვის, მეტყველების, სუნთქვის, გაძნელება. ვლინდება კისრისა და პირის ღრუს ფსკერის შეშუპება, ინტოქსიკაცია, სხეულის ტემპერატურის მომატება. კატარული გლოსიტის მკურნალობა. გამაღიზიანებელი ფაქტორი მოხსნა (კბილის ქვა, კბილის ბასრი ნაპირი, კბილის პროთეზები), პირის ღრუს ირიგაცია 2% – იანი ნატრიუმის ჰიდროკარბონატის ხსნარით. აბსცესი და ფლეგმონა საჭიროებენ ქირურგიულ მკურნალობას. ფლეგმონის დროს – გადაუდებელს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook